მოკლე ისტორია



   

ბაგრატიონთა დაგვარეულო დინასტიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიასა და ქვეყნის განვითარებაში. მათი მოღვაწობა და მმართველობა დაკავშირებულია საქართველოს ათ საუკუნოვან პერიოდთან, რომელიც მოიცავს IX-XIX საუკუნეებს. პირობითად მიღებულია 888 წელი. ისინი  მეტ–ნაკლები წარმატებით იბრძოდნენ აღმავალი განვითარების, თავისუფლებისა და ეროვნული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის.                                                             

არსებობს ორი ლეგენდა, ერთ–ერთის თანახმად სპარსეთის სამეფოს დიდგვაროვანი ბაგრატიდები სპარსეთის მეფის სატრაპები იყვნენ ამიერ კავკასიაში.
მეორე ლეგენდა კი გვამცნობს, რომ ბაგრატიონებს ბიბლიური მეფის, სიბრძნით გამორჩეული დავითის შთამომავლებად მიიჩნევს. მისი ძე– გურამი ქრისტიანი ყოფილა, ის თავის ძმებთან ერთად ჩასულა საქართველოში და დიდი დინასტია დაუარსებია. სწორედ გურამის შვილის, ბაგრატის სახელის საპატივცემულოდ, საქართველოს მეფეთა დინასტიას 575 წლიდან ბაგრატიონების დინასტია ეწოდა.
ბაგრატიონები სამეფო გვარად ბიზანტიის იმპერატორის იუსტინიანეს ნებით იქცნენ. XV საუკუნის ბოლოს ერთიანი საქართველოს გახლეჩვის შედეგად, საქართველო სამ სამეფოდ იშლება: ქართლის, იმერეთისა და კახეთის სამეფოებად და ბაგრატიონთა ერთიან სახლშიც სამი განშტოება ჩნდება, საქართველოს სამივე ნაწილის მმართველი–მეფედ, მიწა კი– სამეფოდ იწოდება.
საქართველოში ბაგრატიონები განსაკუთრებით დაწინაურდნენ VIII ს–ის ბოლოს ტაო–კლაეჯეთში და ორი მხარის ტაოს და კლარჯეთის ორ მთავარ შტოდ ჩამოყალიბებულან. ტაოს ბაგრატიონებიდან ვინც ქართველთა მეფის წოდება მიიღო ადარნასე II კურაპალატი იყო და ამ ფაქტის აღსანიშნავად ისტორიკოსები სამ თარიღს 888, 897, 899 წლებს ასახელებენ. კლარჯეთის ბაგრატიონები XI ს–ის დასაწყისში ამოწყდა და სავარაუდოდ ისინი გაანადგურეს ტაოს ბაგრატიოენბმა.ტაოს ბაგრატიონთა შტოდან გვევლინება გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III.
ბაგრატიონთა სამეფო გვარის კულტი მარტო მონარქიული ლეგიტიმიზმის საფუძველზე როდი გაჩნდა, მის დამკვიდრებაში დიდი როლი შეასრულეს ამ გვარის ცალკეულ წარმომადგენელთა პირადმა ღირსებებმა, ქართველები ვერ ივიწყებდნენ ბაგრატ III, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალის და ეროვნული შარავანდედით მოსილი სხვა მეფე– სარდლების დამსახურებას ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ბაგრატიონების სამეფო გვარიდან წარმოდგა რუსეთში ცნობილი გრუზინსკების და იმერტინსკების გვარები, რომელთა წარმომადგენლები რუსული კულტურის მშენებლობაში, პოლიტიკაში და სამხედრო საქმეში დიდ როლს თამაშობდნენ.

No comments:

Post a Comment