ბაგრატიონთა გვარი ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე სახელოვანი გვარია საქართვეოში, მან X საუკუნე ღირსეულად ატარა ქართველთა მეფის ტიტული. ქართველი ხალხი ღვთის მიერ კურთხეულად თვლიდა ბაგრატიონთა დინასტიას და საქართველოს სამეფო ტახტზე სხვა გვარის კაცი ვერ წარმოედგინა , ისტორიამ ქართველი ერის სამომავლო ამოცანების გადაჭრის,ძირითადი პასუხისმგებლობა XVIII-XiX საუკუნეების მიჯნაზე ბაგრატიონებს დაავალა. გამწვავებულ პოლიტიკურ სიტუაციებში ქართველმა მეფეებმა ერთმორწმუნე რუსეთზე აიღო გეზი, თუმცა მათი იმედები არ გამართლდა , პირველი ანტიქართული ქმედება სწორედაც, რომ გეორგიევსკის ტარქტატის უხეში დარღვევით დაიწყო და საუკუნეების მანძილზე გაგრძელდა, ამას მოჰყვა XIX საუკუნის 1802,1804,1812 ,1820 და ა.შ. წლების აჯანყებები ბაგარტიონთა დინასტიის მეთაურობით , რომლებიც XiX საუკუნის 20-30-იან წლებში აარსებდნენ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებ, აყალიბებდნენ ქართველ პატრიოტთა ფარულ წრეებს მოსკოვსა და პეტერბურგში.ყველანი იღწვოდნენ ერთი მიზნისკენ აღედგენილიყო ტრადიციული მონარქი ა და გართიანებულიყო საქართველო, თუმცა ეს მიზანი განუხორციელებელი დარჩა, რუსეთის მთავრობამ შეთქმულთა საზოგადოება გადამწყვეტ მომენტამდე გაანადგურა.1832 წელს არსებითად დამთავრდა ბაგრატიონი უფლისწულების პოლიტიკური მოღვაწეობა და ბრძოლა ქართული სახელემწიფოებრიობის აღდგენისათვის.
პარალელები თუ გავავლებთ თანამედროვე ბაგარტიონებთან , სამწუხაროდ შეიძლება ითქვას რომ მათ საერთო აღარაფერი დარჩათ თავიანთ წინაპრებთან გარდა გვარისა და მეფური წარმომავლობისა, ისინი დღესდღეობით მხოლოდ მამა-პაპის გმირობითა და სახელით ამაყობენ და არაფერს აკეთებენ ერის კეთილდღეობისათვის , რაც ფაქტობრივად დანაშაულია მათი მხრიდან რადგან ისინი ვალდებულნი და მოვალენი არიან ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე იზრუნონ იმაზე, რასაც თავის დროზე თავინთი წინაპრებნი სისხლითა და მახვილით იცავდნენ , ისინი უნდა გახდნენ სამაგალითონი ახალგაზრადა თაობისათვის.
No comments:
Post a Comment