ქართული სამარტლის ძეგლი „ხელმწიფის კარის გარიგება“, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მეფედ კურთხევის შემდეგ იწყებოდა მილოცვა (ძღნობაი) და მერე პურობა ანუ ნადიმი. ეს ორი პროცესი იმდენად გადაბმული იყო ერთმანეთზე, რომ აუცილებლად ქართული სუფრის რიგობა და წესი ანარეკლი უნდა იყოს სამეფო ხელისუფლების ღრმად ცენტრალიზებული სისტემის, სადაც ყველა ფუნქცია განლაგებულია ვერტიკალში ზევიდან ქვევით და უმთავრეს გამაერთიანებელი სიმძიმის ცენტრს თამაშობდა მეფე, ისევე როგორც პირამიდის არქიტექტურაში ზევით წვეტად გამოყენებული ქვა (სუფრაზე თამადა). ასევე საგულისხმოა, რომ ღვინის მირთმევის დროს უხვად გამოიყენებოდა დიონისეს კულტი (გურიაში – აგუნა, სამეგრელოში ჯუჯელია) აღმნიშვნელირიტუალები. ამ ორი ფორმის შერწყმის შედეგად მივიღეთ ქართული სუფრა, მთელი მისი ავლა–დიდებით. მაგრამ, აქვე უნდა დავძინოთ, რომ სიტვა რიტუალური ხალხებში პირველად საქართველოში გაჩნდა, ამიტომაც თვლიდა, რომ სიტვა ღვინო მსოფლიოს ხალხებში პირველად საქართველოდან შევიდა საინტერესოა რა მასალა არსებობს ღვინოსთან დაკავშირებით ძველი ქართული სამაღტლის ძეგლებში.
No comments:
Post a Comment