ბაგრატიონტა სამეფო დინასტიის უმთავრეს წოდებად მესიანიზმი უნდა ყოფილიყო და სავარაუდოა, რომ იგი მიენიჭებოდა იმ მეფეს, რომელიც განახორციელებდა მესიანიზმში ჩაშიფრულ საიდუმლო მისიას, ქრისტიანობის გავრცელებას და განმტკიცებას. ეს წოდება ურყევია, პირდაპირ ძე ღმერთისგან და ქრისტეს მიერ მოცემულად უნდა ითვლებოდეს, მოთუმეტეს, რომ პირველად ეს წოდება თუ ღვთიური სიმბოლო იწოდება ქრისტეზე. ამ წოდების მატარებელია ქართველტა უზელესი მეფე დავით აღმაშენებელი, რომელმაც უკიდეგანოდ განადიდაქრისტიანობა იმიერ და ამიერ კავკასიაში.
აკაკი ბაქრაძე მესიანისტური იდეის ოთხ მნიშვნელოვან ნიშანს გამოყოფდა: 1. ქართული ენა – ქრისტეს ენა; 2. ქრისტეს კვართი დაფლულია მცხეთის მიწაში, სვეტის ქვეშ; 3. საქრთველო ღვთისმშობლის წილხვედრია; 4. ბაგრატიონთა სამეფო დინასტია იესიან–დავითიან–სოლომონიანტა წარმომავლობისაა.
No comments:
Post a Comment