ახალი წლის მილოცვა



  ქრისტიანობამდელ საქართველოში, ჩვეულებრივად ახალი წელი დაკავშირებული იყო მზის ღვთაების რელიგიასთან, ქრისტიანობის შემდგომ კი წმინდა ვასილ დიდის ხსოვნასთან, რაშიც ბუნებრივად მოხდა ძველი და ახალი რიტუალების შერწყმა.
გიორგი ბრწყინვალის „ხელმწიფის კარის გარიგება“ (XIV ს) შემდეგ ცნობებს იძლევა ამ დიდი დრესასწაულის შესახვედრად მეფე და მისი ოჯახი რამდენიმე კვირით ადრე იწყებდნენ მზადებას. მსახურთუხუცესი ძვირფასი ხალიჩებითა და რიტუალური წარწერებით რთავდა საცერემონიო დარბაზს. მონადირეთუხუცესი მეფეს ძვირფას ტანსაცმელს მიართმევდა, დასვამდნენ მაღალ სკამზე და წინ დაუდგამდნენ ტაბლას გარეული ტახის თავით. ცისკრის ლოცვის დაწყებამდე, ვაზირთა შორის უპირველესი იყო მწიგნობართუხუცესი, რომელიც გზას უკვლევდა და ტკბილად დაბერებას უსურვებდა.
იმავე დღეს წირვის, მეფეს ახალწელს ულოცავდნენ ერისთავები, ვაზირები და დარბაზის წევრები იერარქიის მიხედვით და შესაბამისი ძღვენი.

No comments:

Post a Comment